კალენდარი

arrow აგვისტო 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122
23
2425
262728293031 
  • ENQA
  • EFQM
  • EUA
  • WORLDSKILLS
  • Twining
  • BFUG
  • EQAR

სიახლეები

ცენტრსა და ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16 აპრილი, 2019

16 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ყაზახეთის რესპუბლიკის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოს (IAAR) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. კერძოდ, არსებული ექსპერტთა ბაზებიდან საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესისთვის დარგის სპეციალისტების შეთავაზება, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება.
მემორანდუმის გაფორმებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა გაცნობითი შეხვედრა აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოსთან (IAAR). შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითად ასპექტებზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ IAAR ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი მააკრედიტებელი ორგანოა განათლების სფეროში და არის ისეთი საერთაშორისო ქსელების წევრი, როგორებიცაა: ENQA (განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია), EQAR (განათლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი), WFME (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) და სხვა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge