კალენდარი

arrow მაისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202123242526
2728293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

განახლდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი

22 აპრილი, 2019

2019 წლის 10 აპრილის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძანებით დამტკიცდა განახლებული ეროვნული კლასიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.
განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის პირველი პროექტები მომზადდა 2017 წელს, რის შემდეგაც დოკუმენტები სამუშაო ჯგუფების ფორმატში განხილულ იქნა განათლების საერთაშორისო ფონდის ETF-ის მიერ გამართულ სემინარებზე, კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებზე.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო ითვალისწინებს ევროპული ჩარჩოების (EQF LLL, QF-EHEA) მოთხოვნებს. ევროკავშირთან ასოცირების შეთნხმება და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის წევრობა საშუალებას აძლევს საქართველოს არა მარტო შეიმუშაოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოების შესაბამისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, არამედ თვითსერტიფიცირების/შედარების მექანიზმების ხელშეწყობით დააკავშიროს ეროვნული და ევროპულ ჩარჩოები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების გაგებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკატორს (ISCED) – „განათლების მიმართულებების (სფეროების) ჩამონათვალს”, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო პროგრამების გამჭვირვალობას, თავსებადობასა და შესადარისობას, საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი კვალიფიკაციის განსაზღვრას, მობილობასა და კვალიფიკაციების აღიარებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების პრაქტიკაში დანერგვის დეტალურ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დოკუმენტების მართვის, შემდგომი განვითარებისა და მონიტორინგის საკითხების გარდა, ასევე, ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge