კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
293031    
  • Twining
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

დამტკიცდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლი

6 მაისი, 2019

წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის მიზანია, ენათა ზოგადევროპულ ჩარჩოზე - (CEF) დაყრდნობით, განსაზღვროს ის მინიმალური ენობრივი კომპეტენცია, რომელსაც სავალდებულოდ უნდა ფლობდეს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ პირი, რათა მოიპოვოს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაამთავრეს არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, აფხაზურენოვანი) სკოლა;

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ქართული ენის იმგვარი ცოდნა, რომ აბიტურიენტმა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე; სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა (ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება);

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ბრძანება N323/ი 03.05.2019) 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge