კალენდარი

arrow ოქტომბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031   

სიახლეები

დამატებითი საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები

12 ივნისი, 2019


პროფესიული განათლების რეფორმის პარალელურად, ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების ფონზე, პროფესიული საგანმანათლელო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულებების მხრიდან იზრდება მოთხოვნა ცენტრის საკონსულტაციო სერვისებზე.


სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მსურველებს დამატებით საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისებს ივნისიდან ღია კარის დღის ფორმატშიც სთავაზობს.


ღია კარის დღეები ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს, 16 საათზე ჩატარდება ცენტრში. ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა - (+995 32) 2200 220 (*3599).


ღია კარის დღის პარალელურად, სამსახური განაგრძობს კონსულტირებას ყველა მანამდე არსებულ ფორმატშიც: ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში (სამშაბათი და ხუთშაბათი, 14-დან 16 საათამდე), ასევე ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის (info@eqe.ge) საშუალებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge