კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
293031    
  • Twining
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ღია კარის დღე

28 ივნისი, 2019

მიმდინარე წლის 27 ივნისს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საკონსულტაციო ხასიათის ღია კარის დღე.

შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო პერიოდში განხორციელებული სიახლეებისა და სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც დამსწრე პირებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა თემაზე.

ღია კარის დღეები ჩატარდება ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს 16:00 საათზე ცენტრში. ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა - (+995 32) 2200 220 (*3599).

ღია კარის დღის პარალელურად, სამსახური განაგრძობს კონსულტირებას მანამდე არსებულ ყველა ფორმატშიც: ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში (სამშაბათი და ხუთშაბათი, 14-დან 16 საათამდე), ასევე - ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის (info@eqe.ge) საშუალებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge