კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222425262728
293031    
  • Twining
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით გრძელდება

1 ივლისი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს.

ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი ენდი გიბსი ( დიდი ბრიტანეთი), რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება უმაღლესი განათლების სექტორში და 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება შოტლანდიის ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს დანერგვაში.

ის, კარგად იცნობს უცხოური აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციების აღიარების პოლიტიკასა და პრაქტიკას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო კვალიფიკაციების შედარებისა და აღიარების“ ეროვნული სააგენტოს (www.naric.org.uk) საზედამხედველო კომიტეტის წევრი,

ენდი გიბსი, მიწვეული იყო როგორც ექსპერტი/ჯგუფის ლიდერი/კოორდინატორი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებში მრავალ ქვეყანაში (ნიდერლანდები, საფგრანგეთი, ლიტვა, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, და სხვა).

ივანა ობორნა -აქვს მინიჭებული დოქტორის ხარისხის მეანობასა და გინეკოლოგიაში, ეწევა აქტიური აკადემიური და პრაქტიკულ საქმიანობას. 1985 წლიდან მოღვაწეობს პალაცკის უნივერსიტეტსა და ოლომუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პალაცკის უნივერსიტეტში 2014 წლიდან იკავებს ვიცე რექტორის პოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

პროფესორ ობორნას სხვადასხვა პერიოდში კვლევითი პროექტების ფარგლებში უთანამშრომლია ისეთ აკადემიურ და სამედიცინო ინსტიტუციებთან, როგორიცაა კლივლენდის კლინიკა აშშ-ში მაკგილის უნივერსიტეტი კანადაში, ლუნდის უნივერსიტეტში შვედეთში და ლივერპულის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში. მას მონაწილეობა მიუღია არაერთ კვლევით პროექტში, მათ შორის 9 არის ჩეხეთის მთავრობის ორგანიზებით, აქვს გამოქვეყნებული ასზე მეტი სტატია, როგორც ლოკალურ ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

პროფესორი ობორნა არის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) ექსპერტი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge