კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
293031    
  • Twining
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით გრძელდება

2 ივლისი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს. ამჟამად, ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი სიარან ჯეიმს ბურკი. პროფესორი ბურკი არის ირლანდიის სამართლის რეფორმის კომისიის კვლევების დირექტორი. 2014 წლიდან მოღვაწეობს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც არის საერთაშორისო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, სამართლისა და ენების ცენტრის დირექტორი და საერთაშორისო სამართლის პროფესორი.

პროფესორ ბურკს მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებში. სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა და მოღვაწეობდა ისეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ამსტერდამის ვრიჯეს უნივერსიტეტი, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, კენტის უნივერსიტეტი, მაასტრიხტის უნივერსიტეტი და სხვა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge