კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
293031    
  • Twining
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სტუმრად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

12 ივლისი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. 


შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აკადემიური პერსონალი, რომელზეც განიხილეს უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხები და დასახეს ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. ცენტრის თანამშრომლები, ასევე გაეცნენ იქ დანერგილი სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ვერსიას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge