კალენდარი

arrow მარტი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“

7 ნოემბერი, 2013

ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, პროექტის „უწყვეტი პროფესიული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.


არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე საქართველო აქტიურად მუშაობს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციების, სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში 2012-2013 წლებში ჩატარებული სამუშაოების და მაგალითების შედარება და გამოცდილების გაზიარება.


მხარეებმა განიხილეს არაფორმალური განათლების აღიარების მიდგომები და საპილოტო მაგალითები (უკრაინა), ასევე მისი სამართლებრივი საფუძვლები (მოლდოვა). ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე. შეხვედრაზე განისაზღვრა „არაფორმალური განათლების აღიარების“ შემდგომი ნაბიჯები.


შეხვედრის ბოლოს  მეთოდოლოგიის ასპექტებზე დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა, დასაქმების სფეროში ჩართული უწყებების ხელმძღვანელებმა და სოციალურმა პარტნიორებმა, რომლებიც პროექტის ფარგლებში სომხეთში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში გამართულ საპილოტო ინიციატივებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge