კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
30      

სიახლეები

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტთა კორპუსის წევრებისთვის

23 აგვისტო, 2019

22 და 23 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროექტის „ საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და მომზადების(VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET ფაზა2)“ მხარდაჭერით, პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა კორპუსის ტრენინგი გაიმართა.
2019 წლის ივლისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან - „ საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და მომზადების(VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET ფაზა2)“ სტანდარტული შეთანხმების წერილი გაააფორმა , რომლის მიზანია გაძლიერდეს ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობა მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკას.
მიმდინარე წლის 26 და 27 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაეროს განვითარევის პროექტის „ საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და მომზადების(VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET ფაზა2)“ მხარდაჭერით, პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა კორპუსის მორიგი ჯგუფის ტრენინგი გაიმართება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge