კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      

სიახლეები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა

9 სექტემბერი, 2019

2019 წლის 6 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ - მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელიც პროექტის სავალდებულო შედეგებზე, მოლოდინებზე, ვადებსა და განრიგზე მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაამტკიცეს პროექტის თავდაპირველი 6-თვიანი სამუშაო გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია და ხაზი გაუსვეს დაძმობილების პროექტის განხორციელების მნიშვნელობას ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) რეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებით.
მთლიანობაში, მმართველი კომიტეტის წევრებმა, მათ შორის ბენეფიციარი ორგანიზაციის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პროექტის დაწყება, მისი განხორციელების საწყისი კურსი და გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისათვის, პროექტის ღონისძიებების მხარდასაჭერად.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და მისი ზოგადი მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ პრინციპზე დაყრდნობით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობისა და უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გაუმჯობესებით.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.
წინაპირობა:
თვინინგი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის გზით კონკრეტული სავალდებულო საოპერაციო შედეგების მისაღწევად.
დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ.: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/…/twinning_en

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge