კალენდარი

arrow იანვარი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20
212223242526
2728293031  

სიახლეები

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია ბოლონიის მოთხოვნებთან

9 სექტემბერი, 2019

ბოლონიის პროცესის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული ბოლონიის დანერგვის საკოორდინაციო ჯგუფის (BICG) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ორწლიანი სამუშაო გეგმის (2018 -2020) ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე წლის 5 და 6 სექტემბერს ცენტრმა მონაწილეობა მიიღო, ქალაქ სტარსბურგში გამართულ, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A) რიგით მესამე სამუშაო შეხვედრაში.
სამუშაო შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდა განათლების სისტემის განვითარების სხვადასხვა ინსტრუმენტების (განათლების აღიარება, ხარისხის განვითარების მექანიზმები, კვალიფიკაციების ჩარჩო) ურთიერთდაკავშირებული და თანმიმდევრული განვითარების აუცილებლობაზე.
თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A) ფარგლებში საქართველოს წარმომადგენელმა თემატური ჯგუფის წევრებს გააცნო საკუთარი ქვეყნის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების გზაზე მიღწეული შედეგები, გამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები. წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, ბოლონიის დანერგვის საკოორდინაციო ჯგუფის თანათავმჯდომარემ ისაუბრა თემატური ჯგუფის მომდევნო თვეებში დაგეგმილ შეხვედრებზე.
სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის, ევროსაბჭოს უმაღლესი განათლების კვლევის დეპარტამენტის, ბოლონიის საკოორდინაციო ჯგუფის (BFUG), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაციის (EURASHE), ევროკომისიისა (European Commission) და ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ბოლონიის 35 წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge