კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      

სიახლეები

სარკინიგზო კოლეჯში საწარმოს ინსტრუქტორების ტრენინგი დაიწყო

10 სექტემბერი, 2019

9 სექტემბერს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორების ტრენინგი გაიხსნა, რომელსაც გერმანიის რკინიგზის - DB Training, Learning &Consulting-ის დუალური სწავლების მეთოდოლოგიის გამოცდილი ტრენერები წარუძღვებიან.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სარკინიგზო ინდუსტრიის 8 დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. სწორედ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხიანად წარმართვისთვის დაიგეგმა და ხორციელდება მენტორ-ინსტრუქტორების გადამზადება, რომლებიც ამ პროექტისთვის სს „საქართველოს რკინიგზამ“ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩია. ღონისძიების ფარგლებში სულ 40 პროფესიონალი პირი გადამზადდება. ისინი გაუძღვებიან როგორც პროფესიული სტუდენტების პრაქტიკულ კომპონენტს სს „საქართველოს რკინიგზის“ საწარმოებში, ასევე მომავალში საჭიროების მიხედვით გადაამზადებენ ინსტრუქტორების ახალ ნაკადს.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პირების კვალიფიკაცია ჩვენი რეფორმის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოხარულები ვართ, რომ გერმანია, როგორც სწავლების საუკეთესო მოდელის - დუალური განათლების ექსპორტიორი მსოფლიოში, სხვადასხვა ფორმატით მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს პროფესიული განათლების განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების დაძლევაში - ღონისძიების გახსნაზე განაცხადა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge