კალენდარი

arrow ოქტომბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141617181920
21222324252627
28293031   

სიახლეები

შეხვედრა ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტებთან

17 სექტემბერი, 2019

17 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ ადრეული (სკოლამდელი) განათლების მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით. 


შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები და დოკუმენტის შემმუშავებელი ჯგუფის წევრები.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს დარგობრივი მახასიათებლის სახელწოდების, შინაარსის მოქმედ კანომდებლობასთან თავსებადობასა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებაზე.

ცენტრის წარმომადგენლის მიერ შეხვედრაზე წარდგენილი იქნა დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც 2019 წლის 11 ივნისს დამტკიცდა. შეთანხმდა, რომ არსებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტი უნდა გადამუშავდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და დაინტერებულ მხარეთა ჩართულობით უახლოეს პერიოდში დაიგეგმება შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასახელებულ საკვანძო საკითხებზე მოხდება შეთანხმება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge