კალენდარი

arrow ოქტომბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141617181920
21222324252627
28293031   

სიახლეები

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტის“ პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

24 სექტემბერი, 2019


პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 10 სექტემბრის N 172 გადაწყვეტილებით შპს საზოგადოებრივ კოლეჯ „ ელიტს“ გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან.


აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2019 წლის 23 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge