კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223242526
27
282930    

სიახლეები

ესტონელი ექსპერტების პირველი მისია დაძმობილების პროექტის ფარგლებში

21 ოქტომბერი, 2019

დაძმობილების პროექტის პირველი კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ ჭრილში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერებას, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა (EKKA) და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ექსპერტებმა პირველი მისია განახორციელეს. მისიის ფარგლებში ესტონელმა ექსპერტებმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ძირითადი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მოამზადეს რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ პოლიტიკასა და საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციის მიზნით. ესტონელმა ექსპერტებმა ასევე დაათვალიერეს სასწავლო დაწესებულებები და დაესწრნენ საგანმანათლებლო პროცესებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge