კალენდარი

arrow ნოემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
1112
13
14151617
18192021222324
252627282930 

სიახლეები

ტრეინინგები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისათვის

30 ოქტომბერი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, "ისწავლე საქართველოში" პროექტის ფარგლებში ატარებს ყოველწლიურ ტრეინინგს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისათვის. ტრეინინგი ხორციელდება ექსპერტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის აქტივობების ფარგლებში. ტრეინინგზე საქართველოში მოქმედი ავტორიზაციის (ინსტიტუციური შეფასების) სტანდარტები და პროცედურები განხილული იქნება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კონტექსტში. ტრეინინგის პროგრამის შემუშავებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა ექსპერტთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებები, რაც განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებიდან მიღებული უკუკავშრის საფუძველზე. ტრეინინგებს ჩაატარებს ლალი გიორგიძე, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი.

ტრეინინგები გაიმართება:

5 და 6 ნოემბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე
7 და 8 ნოემბერს, 09:00-დან 14:00 საათამდე
26 და 27 ნოემბერს, 09:00-დან 14:00 საათამდე

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ შესაბამის ბმულს:

• 5-6 ნოემბრის ტრეინინგზე რეგისტრაციის ბმული https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUkDpbekZcQxFggS0mRlblIhUNkg0MkpGRU0yR0hOTENHU1kyU1dIREJBMy4u 

 

• 7-8 ნოემბრის ტრეინინგზე რეგისტრაციის ბმული https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUkDpbekZcQxFggS0mRlblIhUM1M5UEUxQ1dEUjlPTllYVkRSTEhZQjlKTS4u

 

• 26-27 ნოემბრის ტრეინინგზე რეგისტრაციის ბმული https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUkDpbekZcQxFggS0mRlblIhUOFJITVdRQzlSWDBKVjNBNTRVUEQxWjlGVS4u

   
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ info@eqe.ge  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge