კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“

19 ნოემბერი, 2019

18-19 ნოემბერს, საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 21 სტუდენტისთვის.

ეს დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2017 წლის შემოდგომიდან სამ სახელმწიფო კოლეჯში ხორციელდება: „ბლექსი“, „ახალი ტალღა“ და „მერმისი“. დუალური პროგრამების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირაა ჩართული კერძო სექტორი, სადაც სწავლების შედეგების დაახლოებით 60% მიიღწევა.

საკვალიფიკაციო გამოცდის თეორიული ნაწილი ჩატარდა კოლეჯებში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი კი სასტუმრო „პარაგრაფში“, სადაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა, სწავლების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად მოამზადეს კერძები.

საგამოცდო კომისია შედგებოდა სასწავლო კომპანიების ინსტრუქტორებისა და კოლეჯების პედაგოგებისგან.

საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, გამოცდას აკვირდებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.

კულინარიის ხელოვნების პროგრამა მომზადდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროგრამის თანადაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის მიერ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge