კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

ცენტრში ვიზიტით იმყოფებიან დაძმობილების პროექტის ექპერტები

21 ნოემბერი, 2019

დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ცენტრში ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის აკადემიური სამსახურისა (DAAD) და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) ექსპერტები. მისია ითვალისწინებს ცენტრის სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მარკეტინგში არსებული ხარვეზების გამოვლენას ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოების საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. დაძმობილების პროექტის ექსპერტები და ქართველი კოლეგები იმსჯელებენ კონცეფციებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებაზე, რაც საკომუნიკაციო არხების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციას ემსახურება. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომზადდება ცენტრის ახალი გეგმა კომუნიკაციისა და ცნობიერების ხარისხის ამაღლების მიმართულებით, რაც ევროპულ კონტექსტში ცენტრის საქმიანობის ეფექტურად და მისი ღირებულებების შესაბამისად წარმართვის წინაპირობა იქნება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge