კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

მოდულური და დუალური პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

29 ნოემბერი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო.
27-29 ნოემბერს შეხვედრები თბილისში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც 40-მდე პირი დაესწრო.
სამუშაო შეხვედრებზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, როგორიცაა დაწესებულების სტრუქტურული მოწყობა ახალი სტანდარტების პირობებში, ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სტუდენტთა შეფასების ვერიფიკაციის პილოტირების შედეგები, ფორმალური განათლების აღიარების პილოტირების შედეგები, ზოგადი განათლების ინტეგრირების საკითხები, პროგრამების შედგენის ელექტრონული სისტემის კონცეფცია, სტუდენტის შეფასების განახლებული გზამკვლევი და სხვა.
შეხვედრების ციკლი ბათუმში გაგრძელდება, და დეკემბრის პირველ ნახევარში თბილისში დასრულდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge