კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში

2 დეკემბერი, 2019

2019 წლის 29 ნოემბრიდან-1დეკემბრამდე, კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ შედგა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის, ექსპერტების და ცენტრის სხვა თანამშრომლებისთვის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის უფლების მოპოვების სტანდარტების შესახებ.


შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რომელმაც ისაუბრა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების როლზე ზრდასრულთა განათლების სისტემაში და მის მნიშვნელობაზე სამუშაო ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდების საქმეში, ბიზნესისა და განათლების სისტემის თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის როლს ამ საქმეში.
შეხვედრის პირველი დღე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების სტანდარტების განხილვას დაეთმო. პროგრამა შედგებოდა ინტერაქტიული სესიებისგან, რომელსაც ფასილიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ და პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამის თანამშრომლებმა გაუწიეს. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე მსჯელობა პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის კონკრეტული მაგალითების გამოყენებით წარიმართა.


შეხვედრის მეორე დღეს მონაწილეები კერძო კომპანიას „შუხმანის ღვინის სახლს“ და პროფესიული კოლეჯს „აისს“ ესტუმრნენ. აღნიშნული ორგანიზაციები დუალურ პროფესიულ პროგრამებში 2010 წლიდან თანამშრომლობენ. მონაწილეებმა თანამშრომლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ასევე გაეცნენ ორგანიზაციების სამომავლო გეგმებს მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების თაობაზე.


შეხვედრის მესამე დღეს სსიპ განათლების საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის წესები გააცნეს.


შეხვედრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მახარაშვილმა შეაჯამა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge