კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91012131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა მიმოიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებისათვის განკუთვნილი დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მეთოდოლოგია

2 დეკემბერი, 2019

21-თვიანი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გერმანელი და ესტონელი ექსპერტების 120-ზე მეტი მისიის მიზანია ცენტრის პოლიტიკისა და გზამკვლევების ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან

დაძმობილების პროექტის 1.1.2 ღონისძიების ფარგლებში ცენტრში მისიით იმყოფებოდნენ გერმანიის ვესტფალიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესსამართლის პროფესორი და ესტონეთის კვალიფიკაციების სამსახურის ექსპერტი საკვალიფიკაციო სისტემისა და დარგობრივი უნარების მიმართულებით. 1.1.2 ღონისძიების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებისათვის განკუთვნილი დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მეთოდოლოგიის გადახედვა. მისიის ფარგლებში, გერმანელმა და ესტონელმა სპეციალისტებმა, ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელ ქართველ კოლეგებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს არსებული პროცედურები და წესები, რომლებიც განსაზღვრავს დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მეთოდოლოგიას. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მომზადდა მეთოდოლოგიასა და სამართლის დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებული რეკომენდაციები ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისად.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

დათქმა:

„ტვინინგი“/“დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში





არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge