კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრის ფარგლებში მეორე კვარტალში მიღწეული შედეგები შეფასდა

4 დეკემბერი, 2019

2019 წლის 4 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრში დაძმობილების პროექტის - „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მოისმინეს ანგარიში პროექტის მიერ მეორე კვარტალში მიღწეული შედეგების, ჩასატარებელი ღონისძიებების ვადებისა და გამოწვევების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მისიები ცენტრთან და მის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სისტემასთან გაცნობას ემსახურებოდა. პროექტის ფარგლებში ინგლისურ ენაზე თარგმნილმა დიდი მოცულობის მასალამ ევროპელ ექსპერტებს არსებული რეგულაციების სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა მისცა. მისიების შესახებ მომზადებულ ანგარიშებში ექსპერტებმა შეაფასეს განათლების სფეროში არსებული სიტუაცია და წარმოადგინეს საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ემსახურება შემდგომ წინსვლას, განსაკუთრებით, ENQA-ს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ბოლო სამი თვის განმავლობაში მიღწეული შედეგებით მყარი საფუძველი შეიქმნა დაძმობილების პროექტის ზოგადი მიზნის მისაღწევად, რომელიც ითვალისწინებს ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

შეხვედრას დაესწრნენ ბენეფიციარი უწყების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს საგარეო


საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

დათქმა:

„ტვინინგი“/“დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში
არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge