კალენდარი

arrow იანვარი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

სიახლეები

კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები

7 დეკემბერი, 2019

5 და 6 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ისწავლე საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები .

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული რეფორმის მიმოხილვას.

კონფერენციაზე განხილული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, სისტემის შემდგომი განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) , სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) , ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, სტუდენტება, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge