კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
678
9
101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის განხილვა

27 დეკემბერი, 2019

25 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მსოფლიო ბანკის პროექტის "მასწავლებელთა ხარისხის ამაღლება პროფესიულ განათლებაში" ფარგლებში, მომზადებული პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის პირველადი ვერსია განიხილეს.

განხილვას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მსოფლიო ბანკის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილვის პროცესში გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები სტანდარტის შემდეგ ვერსიაში აისახება.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით აღნიშნული სტანდარტის შინაარსს ორი მიზეზის გამო: პროფესიული განათლების ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული პროფესიული განათლების მასწავლებელზე და მეორეც, ეს სტანდარტი ავტორიზაციის სტანდარტის ნაწილი გახდება, რადგანაც პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი სწორედ ამ დოკუმენტით დადგენილ მოთხოვნებთან თავსებადობის კუთხით შეფასდება"- განაცხადა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge