კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
29
 

სიახლეები

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ !!!

9 იანვარი, 2020

გაცნობებთ, რომ 15 იანვარს, 17:00 საათზე, რიგგარეშე მობილობის პროცედურებთან დაკავშირებით , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება ღია კარის დღე . მის: თბილისი, ალექსიძის ქ 1 ტელ: 2 200 220

სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას თუ რომელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ მონაწილეობას რიგგარეშე მობილობის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვას. 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge