კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2930    

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის შევსებასთან დაკავშირებით

28 იანვარი, 2020

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შემუშავდა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის ფორმა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან. დანართი წარმოადგენს დიპლომის/სერტიფიკატის დანამატ დოკუმენტს და მასში დეტალურად არის აღწერილი პროფესიული განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ გამომუშავებული უნარები და კომპეტენციები. დანართი ივსება კვალიფიკაციის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
დოკუმენტის შინაარსის ერთიანი გაგების უზრუნველსაყოფად, სერტიფიკატის დანართის ფორმის შევსებისას აუცილებელია შევსების წესების დაცვა.
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის შევსების პრინციპებთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.
შეხვედრაზე დამსწრე პირებს დიპლომის დანართის შევსების თაობაზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge