კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123
4
567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

სიახლეები

შეხვედრა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან

11 თებერვალი, 2020

10 თებერვალს ცენტრში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ ისაუბრეს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრის განმავლობაში სკოლების წარმომადგენლებს მიეცათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის, ასევე, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრის შესაძლებლობა.

მიმდინარე წელს ზოგადი განათლების სისტემაში პირველად მოხდება სკოლების მიერ ელექტრონული თვითშეფასების ანგარიშების ჩაბარება, რაც ცენტრს საშუალებას მისცემს გამოკვეთოს სისტემური პრობლემები და დაგეგმოს მიზანმიმართული პრევენციული ღონისძიებები მათი აღმოფხვრისთვის. განსაკუთრებული სიახლეები კი ექსპერტთა კორპუსის ატესტაციას და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემოღებას დაუკავშირდება, რომელიც სრულიად ახლებურ, საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება.

სკოლების დირექტორებმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრები სკოლების წარმომადგენლებთან რეგიონებშიც გაგრძელდება.




  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge