კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3
456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულებების საყურადღებოდ!

12 თებერვალი, 2020

2019 წლის 20 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება №459  არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს მთავრობის №459 დადგენილების შესაბამისად, არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზნით, ცენტრს შეუძლია მიმართოს:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებამ, მხოლოდ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების აღიარებისთვის, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული;

ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა, მხოლოდ იმ მომზადების/გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების აღიარებისთვის, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულებებისთვის 19 თებერვალს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

შეხვედრის დრო - 13:00 საათი. შეხვედრის ადგილი - 0 სართულის საკონფერენციო დარბაზი 1. საკონტაქტო პირები: თამარ რუხაძე - 577 275 200 ლიკა მუკბანიანი - 593 151 310

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge