კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
345
6
789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

12 თებერვალი, 2020

12 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სპეციალური კანონის საფუძველზე მოქმედი ქვეყნის უძველესი და უდიდესი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც 922 წევრს აერთიანებს, აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე წარმომადგენლობათა ფართო ქსელი და ყველა სექტორს ფარავს.

პალატამ გასულ წელს სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა განათლების საკითხებში მისი როლის გააქტიურების მიმართულებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვებსა და პოლიტიკასთან.

მემორანდუმი შექმნის თანამშრომლობის კარგ საფუძველს პალატის მონაწილეობისთვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, კერძო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განვითარების, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებისა და დარგობრივი ექსპერტული კომპეტენციებით დახმარების, ხარისხის კონტროლისა და განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დეწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, რამაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში პალატა უახლოეს დღეებში ჩაერთვება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელთა კონსულტირების პროცესში, ასევე, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების პროცესში ცალკეული საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ექსპერტთა კორპუსის ატესტაციისა და სერტიფიცირების პროცესში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge