კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171819212223
242526272829 

სიახლეები

პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტის პროფესიულ სტანდარტზე მუშაობა მიმდინარეობს

12 თებერვალი, 2020

ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს სტანდარტების გაუმჯობესებაზე, ექსპერტთა კორპუსისა და ავტორიზაციის საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

უკვე თვეზე მეტია, ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტის პროფესიულ სტანდარტზე, რომელსაც ადამიანური რესურსების, სამუშაოს ანალიზის და შეფასების ექსპერტთა ჯგუფი უძღვება ნანა ყუფუნიას ხელმძღვანელობით.

სტანდარტმა უნდა განსაზღვროს პროფესიული განთლების ხარისხის უზრუნველყოფაზე მომუშავე ექსპერტები, მათი სამუსაოს სპეციფიკა, ცოდნა, უანარები და კომპეტენციები, ასევე მათი შეფასების მიდგომები და ინსტრუმენტები.

სტანდარტის საფუძველზე ექსპერტთა პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგ პროგრამები შემუშავდება, რაც მათი სერტიფიცირების პილოტირების პროცესში იქნება გამოყენებული.

ამ მიზნით სამიზნე ჯგუფებთა შეხვედრები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, შეხვედრები კერძო და საჯარო კოლეჯების ადმინისტრაციის წერმომედგენლებთან შედგა, ხოლო 12 თებერვალს, სამუშაო ჯგუფის წევრები ავტორიზაციის მოქმედ ექსპერტებს შეხვდნენ.

ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, კახაბერ ერაძის განცხადებით -
პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირება და შედეგების საფუძველზე ექსპერტთა კორპუსის განახლება წლის პირველ ნახევარშივე დასრულდება, რაც ახალ სტანდარტებთან ერთად განვითარების ფართო შესაძლებლობებს მისცემს პროფესიული განათლების სისტემას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge