კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
222324252627
282930    

სიახლეები

დაძმობილების პროექტის ექსპერტების მისია ცენტრში

14 თებერვალი, 2020

დაძმობილების პროექტის ფარგლებში ცენტრში ვიზიტით იმყოფებიან ექსპერტები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურიდან (DAAD) და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოდან (EKKA). მისია ემსახურება ცენტრის მიერ გამოყენებული საკომუნიკაციო არხების გადახედვას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. დაძმობილების პროექტის

ექსპერტები და მათი ქართველი კოლეგები მსჯელობენ საკომუნიკაციო ინსტრუმენტებისა და ცნობადობის ხარისხის ამაღლებისათვის განკუთვნილი მასალების (მაგალითად, ბუკლეტები, ბროშურები, სარეკლამო სტატიები, ონლაინ ინფორმაცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად) შექმნის კონცეფციის თაობაზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge