კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
29
 

სიახლეები

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

15 თებერვალი, 2020

14 თებერვლს დაიწყო და წლის განმავლობაში გაგრძლედება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერის მასშტაბური ღონისძიებები, რომელთა დიდი ნაწილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გარეოს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.

ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებული ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს მოახდინონ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.

სწორედ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხებს შეეხება ტრენინგების ციკლი, რომელსაც ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირადად ატარებს კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგებს კოლეჯი იკაროსი მასპინძლობს.

„ავტორიზაციის ახალი სტანდარტების და პროცედურების ძალაში შესვლით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ამ ცვლილებას მთელი სისტემა და ყველა დაინტერესებული მხარე მოუთმენლად ელოდა. ცენტრის მისია, ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის განვითარებას- გვავალდებულებს ახალი გამოწვევების წინაშე მარტო არ დავტოვოთ სასწავლებლები. დღეს, სტანდარტების ძალაში შესვლიდან ფაქტობრივად მეორე დღესვე დაწყებული ტრენინგების ციკლი ამისი ნათელი მაგალითია, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძლედება და ეტაპობრივად ხარისხის უზრუნველყოფის ყველა საკითხს შეეხება“- აღნიშნა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge