კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ სკოლებთან

18 თებერვალი, 2020

17 თებერვალს ,საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ერაძე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

შეხვედრის თემას პროფესიული განათლების რეფორმისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის კონტექსტში სკოლების როლის ახალი გააზრება წარმოადგენდა. სკოლების წარმომადგენლებს გააცნეს რეფორმის სტრატეგიული ხედვები, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, პროცედურები და ის შესაძლებლობები, რომელსაც ახალი სკანონმდებლო ჩარჩო სთავაზობს სკოლებს, როგორც პროფესიული განათლების მიმწოდებლებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, შეხვედრის ორგანიზატორებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს იმ შესაძლო გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს სკოლა, ზოგადი განათლების სწავლის შედეგების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების ადმინისტრირების პროცესში.





  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge