კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829
30
    

სიახლეები

თბილისის 220-ე საჯარო სკოლას ავტორიზაცია მიენიჭა

19 თებერვალი, 2020

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 18 თებერვლის სხდომაზე, თბილისის 220-ე საჯარო სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

„ეს ავტორიზაციის არსებობის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ავტორიზაციის პროცედურის გავლის გზით იღებს. პროცესს ყველა მხარე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს და გვიხარია, რომ სკოლამ ყველა სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, დამსახურებულად მიიღო ავტორიზაცია. წარმატებას ვუსურებთ მას“- განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ.

ცენტრში ინტენსიურად მიდინარეობს მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ატესტატის გაცემის უფლება, ისინი ჩაერთვებიან ხარისხის განვითარების ყველა ღონისძიებაში, რასაც ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზებს. პირველი ეტაპი კი ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებაში სკოლების მიერ თვითშეფასების განხორციელება იქნება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge