კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

სიახლეები

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

24 თებერვალი, 2020

21-23 თებერვალს გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ყვარელში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა საბჭოს წევრებისთვის პროფესიული განათლების ეროვნული მიზნების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების, განსაკუთრებით კი ახლახან ძალაში შესული ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების გაცნობას.

გასვლით ღონისძიებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"რამდენადაც ავტორიზაციის განახლებული დებულება თავისი კონცეფციითა და შინაარსით საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, იმდენად გამოწვევების წინაშე გვაყენებს. საბჭოს ტრენინგების პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროცესში ჩართული სხვა მხარეების - საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებებს. ყველა მხარემ სრულად უნდა გაიაზროს ის ახალი, პროგრესული რეალობა, რომელშიც პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა იმყოფება,"- აღნიშნა ტრენინგზე კახაბერ ერაძემ.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი კოლეგიალური ორგანოა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს. ის კერძო სექტორის, პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესგარეთიანებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge