კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223242526
27
282930    

სიახლეები

სამუშაო შეხვედრები მენეჯმენტის დარგობრივი მახასიათებლის შესამუშავებლად

28 თებერვალი, 2020

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის(TWINING) - „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ - ფარგლებში, პროექტის პარტნიორი ქვეყნების - გერმანიისა და ესტონეთის ექსპერტები ერთკვირიანი მისიით იმყოფებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მენეჯმენტის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების მიზნით.

 გერმანელმა და ესტონელმა ექსპერტებმა, ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და დამსაქმებლებმა იმსჯელეს დარგობრივ მახასიათებელზე ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. შედეგად, შემუშავდა მენეჯმენტის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადაიხედება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ, რათა, შრომის ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს კავშირი საგანმანათლებლო შედეგებსა და ფაქტობრივ კომპეტენციებს შორის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით. დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

,,ტვინინგი/დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/…/twinning_en 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge