კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

შპს აიბი - ევროკავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

6 თებერვალი, 2014

შპს აიბი - ევროკავკასიურ უნივერსიტეტს 2014 წლის 5 იანვარს ამოეწურა ავტორიზაციის ვადა, თუმცა, აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიმდინარეობს წარმოება.
 
ამდენად, შპს აიბი - ევროკავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი, მაგრამ მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:
 
1. სტატუსის შეჩერებიდან  5  წლის  განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
2. მობილობის საფასურის გადახდის გარეშე.
3. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გავლილი სწავლის ერთი წელი.
 
ასევე სტუდენტებს უფლება აქვთ, შპს აიბი - ევროკავკასიური უნივერსიტეტის ავტორიზაციის გავლის შემდეგ, კვლავ გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ დაწესებულებაში მობილობის გზით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge