კალენდარი

arrow მარტი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     

სიახლეები

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრის ფარგლებში მესამე კვარტლის მიღწევები შეფასდა

10 მარტი, 2020

 9 მარტს ცენტრში ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა წარადგინეს ანგარიში პროექტის მესამე კვარტლის მიღწევებზე, ვადებსა და გამოწვევებზე.

მხარეებმა დაამტკიცეს კვარტალური ანგარიში და მადლობა გადაუხადეს დაძმობილების პროექტს მჭიდრო და მოქნილი თანამშრომლობისათვის. ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბ-ნმა კახაბერ ერაძემ ხაზი გაუსვა დაძმობილების პროექტის მნიშვნელობას კლასტერული აკრედიტაციის დანერგვასა და ENQA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მან აღნიშნა, რომ პროექტი მონაწილე მხარეებს ერთმანეთისაგან სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორმა - ქ-ნმა ჰელი მატტისენმა, რომელმაც პროექტის ლიდერის წარმომადგენლის ფუნქციაც შეითავსა, ბენეფიციარ უწყებას შესთავაზა ექსპერტების მომავალ მისიებთან დაკავშირებული პერსპექტივების განხილვა ცენტრში მიმდინარე ღონისძიებების მხარდასაჭერად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი - კახაბერ ერაძე, ბენეფიციარი უწყების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

დათქმა:

„ტვინინგი“/“დაძმობილება“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/twinning_en  

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge