კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
67891112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

24 მარტი, 2020

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის თვითშეფასების ახალი ფორმა დამტკიცდა. ფორმა ავტორიზაციის ახლად დამტკიცებულ სტანდარტებს ეფუძნება და დაწესებულებებს მისი შევსება და ცენტრში წარდგენა ივლისის განმავლობაში მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულებათა თვითშეფასება წელს პირველად განხორციელდება ელექტრონული სახით, რაც მიღებულ მონაცემთა დამუშავებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და წლის ბოლოსათვის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში სისტემური ხასიათის გამოწვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს.

თვითშეფასების ფორმა ხარისხის მართვის ელექტრონულ სისტემაში იქნება ინტეგრირებული, რაზეც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ცენტრთან ერთად ინტენსიურად მუშაობს. ცენტრი დაწესებულებებს მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს თვითშეფასების განხორციელების პროცესში.

 

თვითშეფასების ფორმა 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge