კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13
14
1516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია

16 აპრილი, 2020

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, დამტკიცდა სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.

დოკუმენტის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს, 16 საათზე, გაიმართება სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.

მომხსენებელი: ზვიად როგავა - სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლის უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარე

ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დაწრება შეუძლიათ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომელთაც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წერილზე საპასუხოდ გამოგზავნეს ინფორმაცია პრეზენტაციაზე დასწრების მსურველის შესახებ.

იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ჯერ არ ახორციელებენ სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებს და სურთ შეხვედრაზე დასწრება, გთხოვთ, ხვალ (17 აპრილი), დღის ბოლომდე, ელექტრონულ ფოსტაზე m.ghambashidze@eqe.ge გამოგზავნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

2. იმ პირის სახელი და გვარი, რომელიც ონლაინ სხდომაში ჩაერთვება (მხოლოდ 1 პირი)

3. საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი)

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge