კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარების სისტემის დასანერგად

14 მარტი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 13-14 მარტს ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) პროექტ „საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარების პოლიტიკისა და მეთოდოლოგიური პაკეტის მომზადებაში მხარდაჭერის“ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინიტროს, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, სოციალური პარტნიორების, პროფესიული კოლეჯების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ETF-ის ექსპერტები.
 
 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციისა და მისი მეთოდოლოგიური პაკეტის განხილვა. დოკუმენტები სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით მოამზადეს საერთაშორისო ექსპერტმა დევიდ ჰენდლიმ და ადგილობრივმა ექსპერტმა ანასტასია ქიტიაშვილმა . სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ძირითადი დაინტერესებული მხარეები. დოკუმენტის მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფი თანამშრომლობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და ETF-ის წარმომადგენლებთან.
 
 
აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარების სისტემის დასანერგად. შეხვედრაზე მხარეებმა შეიმუშავეს არაფორმალური განათლების აღიარების სისტემის დანერგვის 2014-1017 წლების სამოქმედო გეგმა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge