კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

16 ივნისი, 2020

16 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, საგანმანათლებლო სფეროში ფინანსური გამჭვირვალობისა და პროფესიული განათლების ხარისხის გაზრდა.

მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:

ანგარიშგების წარდგენის სისტემის შესახებ გამართავენ პრეზენტაციებს;

ცენტრის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტების მიერ 2020 წლის და შემდგომი პერიოდის ანგარიშგების წარდგენა მოხდება ვებგვერდის - ww.reportal.ge - საშუალებით;

საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიული განათლების სტანდარტებისა და ხარისხის განვითარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით ჩართული იქნებიან სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში;

ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებსა და განახორციელებენ სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მისიაა, ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გზით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge