კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

21 მარტი, 2014


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
 
ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მუშაობის 2013 წლის შედეგები წარუდგინა. წლიურ ანგარიშთან ერთად, ელენე ჯიბლაძემ ცენტრის მიერ 2011-2013 წლებში განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
 
ელენე ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ გასული წელი ცენტრის შიდა ორგანიზაციულ განვითარებას დაეთმო. ამასთან, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების დახვეწისა და განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის  მიმართულებით.
 
2013 წელს განათლების ხარისხის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო ავტორიზაციის საბჭოს დაყოფა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებად. დაიხვეწა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოების წევრთა შერჩევის პროცესი.
 
2013 წელს ცენტრი  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აფილირებული ორგანიზაცია გახდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში გაერთიანების მიმართულებით. ENQA-ს სრული წევრის სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრი აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს დაუთმობს 2014 წელს. ENQA-ში გაწევრიანების შედეგად გაიზრდება ცენტრის საქმიანობისა და საქართველოში მიღებული განათლების მიმართ ნდობა.  ეს, თავის მხრივ, გაამარტივებს განათლების აღიარების პროცესსა და სტუდენტთა და პროფესორთა მობილობას ევროპის მასშტაბით.  
 
2013 წელს ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების განვითარებაში - საქართველოს პროფესიული განათლების სტრატეგიის ფარგლებში ცენტრში წარმატებით განხორციელდა „პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის განვითარების“ პროექტი, რომელიც 2014 წელსაც გაგრძელდება.
 
2013 წელი ცენტრის ორგანიზაციული განვითარების პლატფორმის შექმნას დაეთმო, 2014 წლის პრიორიტეტი კი ცენტრის საქმიანობის შინაარსობრივი ცვლილებები იქნება. ცენტრი იმუშავებს შედეგზე ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დახვეწაზე.
 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, განათლების სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
 
 
 
 
2013 წლის ანგარიში და 2011-2013 წლების ანალიტიკური მიმოხილვა

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge