კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა

26 ივნისი, 2020

ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა ონ-ლაინ შეხვედრაში მონაწილეებს გააცნეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტები და პროცედურა.

შეხვედრაში, მონაწილე ორგანიზაციები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში საჭირო პროფესიული კადრების მომზადების მიზნით, უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გეგმავენ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებას.

ონ-ლაინ შეხვედრა ჩატარდა ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული სტანდარტული წერილით გათვალისწიებული პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge