კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13
14
1516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

პროფესიული განათლების პროვაიდერებისათვის ტრენინგების პირველი ციკლი დასრულდა

26 ივნისი, 2020

 ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2020 წლის მაისში დაიწყო და ივნისში დაასრულა ონლაინტრენინგების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის.

 ტრენინგების შინაარსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებსა და პროცედურებს შეეხებოდა. მასში ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 200-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

 ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე - "ტრენინგები თვენახევრის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და თითქმის არ დარჩენილა პასუხგაუცემელი საკითხი. ეს მნიშვნელოვანია ცენტრის მხრიდან გამჭვირვალეობის პოლიტიკის გასატარებლად. ამასთან, ცენტრის მისიაა ხარისხის განვითარება. სწორედ დაწესებულებებში ხარისხის განვითარებას ემსახურებება ჩვენი ნებისმიერი ძალისხმევა".

 დაწესებულებების მხრიდან ტრენინგების ციკლმა მაღალი შეფასება მიიღო. ასევე, გამოკითხვის გზით გამოიკვეთა დამატებითი ტრენინგების საჭიროებები, რომლებიც პროგრამების შეფასებას და განვითარებას, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებულ სტანდარტებს შეეხება.

 ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დამატებით განმავითარებელ აქტივობებს ონლაინრეჟიმში მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge