კალენდარი

arrow მარტი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     

სიახლეები

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის

31 მარტი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 24-28 მარტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით საჯარო პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯებისათვის ჩატარდა  ტრენინგები, რომლებსაც უძღვებოდნენ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურისა და ავტორიზაციის სამმართველოს თანამშრომლები.
 
ტრენინგების ძირითადი თემა იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და მისი კომპონენტები, სწავლებისა და შეფასების მეთოდები, სტუდენტთა შესაფასებლად გამოყენებელი ინსტრუმენტები, პროგრამის შეფასებისა და მისი გაუმჯობესების მნიშვნელობა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესთავაზეს განახლებული პროგრამისა და სილაბუსის სარეკომენდაციო ფორმები, რომელთა საფუძველზე მართული პრაქტიკით კოლეჯების წარმომადგენლებმა იმუშავეს და შექმნეს თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამების  ნიმუშები.
 
ტრენინგების ბოლო ნაწილი ავტორიზაციის პროცედურების, საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტებისა და სარეკომენდაციო მასალების განხილვას დაეთმო.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge