კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10
111213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

20 ივლისი, 2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომართვის საფუძველზე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის გააკეთეს პრეზენტაციები, რომელიც მოიცავდა რამდენიმე თემატურ ნაწილს:

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები;
ავტორიზაციის სტანდარტების განხილვა სტუ-ის ავტორიზაციის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით;
თვითშეფასების ანგარიშის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების განხილვა;
აკრედიტაციის სტანდარტების განხილვა სტუ-ის პროგრამული აკრედიტაციის დასკვნებში მოცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით.

პრეზენტაციები ეფუძნებოდა უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წარმოებების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების ანალიზს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი მზად არის თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ორგანიზება გაუწიოს ამავე ხასიათის შეხვედრებს, დაწესებულებების მოთხოვნის და მომართვის საფუძველზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge