კალენდარი

arrow ოქტომბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021232425
262728293031 

სიახლეები

მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგები

15 ოქტომბერი, 2020

ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების პირობებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის მიზანი იყო COVID-19 გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების პირობებში, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების შეფასება, დადებითი და უარყოფითი მხარეების იდენტიფიცირება და ცენტრის დისტანციური მომსახურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. ჩატარებული კვლევის შედეგად ასევე შეფასდა ცენტრის თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების სისტემის დანერგვა. ამ მიმართულებით ცენტრმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიქმნა დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებასთან დაკავშირებული თემატური კვლევების განხორციელების კოორდინაცია და დაინტერესებული მხარეების მიერ ცენტრის სერვისების შეფასების მექანიზმების შემუშავება, განხორციელება და ანალიზი. ჩატარებული კვლევები საფუძვლად დაედება ყოველწლიური სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაზიარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები აისახება ცენტრის ახალი ხუთწლიანი სტრატეგიის (2021-2025 წლები) დანერგვის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში“ - განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა.

კვლევის ანგარიში განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19 გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების პირობებში ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge