კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

ავტორიზაციის მსურველი საჯარო და კერძო კოლეჯების საყურადღებოდ!

30 მაისი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  აგრძელებს   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და ამ მიზნით 2014 წლის 3 და 4 ივნისს, 11 საათზე,  დაინტერესებული პირებისათვის აწყობს სამუშაო შეხვედრებს შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ.თბილისი, მ.ალექსიძის ქ. №1, მესამე სართული). შეხვედრებზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება სანიმუშო პროგრამები და ასევე განხილული იქნება დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სახის პრობლემური საკითხები.
•    3 ივნისს, 11 საათზე შეხვედრაზე განხილული იქნება ბუღალტრის, მზარეულისა და შემდუღებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
•    4 ივნისს, 11 საათზე შეხვედრა დაეთმობა ყველაზე პრობლემური საკითხების განხილვას.
 
შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კოლეჯიდან თითო წარმომადგენელს (კოლეჯის დირექტორი ან ხარისხის მენეჯერი ან პროგრამის მენეჯერი), გთხოვთ, შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა, ცენტრს მომართოთ არაუგვიანეს 2 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3507);  577 17 55 77 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@eqe.ge და დაგვიდასტუროთ მონაწილეობის სურვილი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge